06:51 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-07 14:44:11, 525 ნახვა

ეკონომიკა
6 დეკემბრის მდგომარეობით, მანდარინის ექსპორტის ღირებულებამ 4.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

მანდარინის მოსავლის აღება აქტიურ ფაზაშია. მოსავლის აღება-დაბინავების ორგანიზებულად განხორციელების მიზნით, აჭარაში, ქ. ქობულეთში ფუნქციონირებს შესაბამისი შტაბი.

აღნიშნული ინფორმაცია "ექსპრესნიუსს' გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

"არასტანდარტული მანდარინის ჩაბარება, გადამუშავება, ნაკადების კონტროლი და აღრიცხვა ელექტრონული პროგრამის მეშვეობით ხდება.

სტანდარტულ მანდარინს 30-მდე საწარმო იბარებს. არასტანდარტულ მანდარინს ფერმერები ქობულეთის საკონსერვო ქარხანაში აბარებენ.

მოსვლის ჩაბარების პარალელურად, ხორციელდება მანდარინის ექსპორტი.

6 დეკემბრის  მდგომარეობით, საქართველოდან, მიმდინარე წელს წარმოებული 9 476 ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 4.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა", - აღნიშნულია მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics