|
2020-12-07 12:34:47, 514 ნახვა
კომენტარი
ფინანსთა მინისტრი - ტენდერებს პოლიტიკური ნიშნით არ ვატარებთ და არც ჩავატარებთ
ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, სახელმწიფო ტენდერებს პოლიტიკური ნიშნით არ ატარებს. როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ტენდერების ჩატარებისას სახელმწიფო ხელმძღვანელობს ქვეყნის ინტერესბითა და იმ სტანდარტებით, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებთანაა თანხვედრაში. „როდესაც საუბარია ისეთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე როგორიცაა, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი და სხვა ისეთი პროექტები, რომელიც დონორის ფულით ფინანსდება, აქ არის ძალიან გამჭვირვალედ და ზუსტად გაწირილი პროცესი, თუ როგორ უნდა მოხდეს ტენდერი. ეს ტენდერები ხდება სრულად იმ წესებით და იმ სტანდარტებით, რომელსაც დონორი ორგანიზაციები ითხოვენ. შესაბამისად, ტენდერის ჩატარების შედეგად იგებს ის კომპანია, რომელმაც საუკეთესო შეთავაზება გააკეთა. თუ მაგალითად, პოლონური კომპანია იქნება საუკეთესო, დამერწმუნეთ, ტენდერში ისიც გაიმარჯვებს. შესაბამისად, ჩვენ ვხელმძღვანელობთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებით, იმ სტანდარტებით, რომლებიც სრულად თანხვედრაშია საერთაშორისო ორგანიზაციებთან. მათი წესებით და მონიტორინგის ქვეშ ხდება ტენდერები. იმარჯვებენ ის კომპანიები. რომლებიც საუკეთესონი არიან. აქ არანაირი კითხვის ნიშნები არ არსებობს. იმის ეროვნული თუ სახელმწიფოებრივი ნიშნით, თუ რომელი ქვეყნიდანაა ტენდერი, ამით არ ვხელმძღვანელობთ. ჩვენ ვხელმძღვანელობთ მხოლოდ და მხოლოდ საუკეთესო შეთავაზებით. როგორც ვიცი, ჩინეთი არ არის სანქციების ქვეშ მოყოლილი და შესაბამისად, ჩინური კომპანიები ოპერირებენ საკუთრივ ევროპაშიც. აქ არანაირი კითხვის ნიშნები არ არსებობს. ჩვენ ტენდერებს პოლიტიკური ნიშნით არ ვატარებთ და არც ჩავატარებთ“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)