|
2020-12-04 17:41:43, 505 ნახვა
კომენტარი
მიხეილ სააკაშვილი - ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ქართველ ხალხთან ერთად
„ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ქართველ ხალხთან ერთად“, - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მან ასევე აღნიშნა, რომ პარტიაში მთელი თანავარსკვლავედი ჩამოყალიბდა ძლიერი პოლიტიკოსების. „დღეს გაიმართა ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს სხდომა, რომელსაც მე ჩავერთე. სხდომა წარიმართა ძალიან საინტერესოდ და მინდა, სიამაყით ვთქვა, რომ ნაციონალური მოძრაობა შეკრულია და განწყობილია ქართველი ერის ინტერესების საბრძოლველად ისე ძლიერად, როგორც არასდროს! ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ქართველ ხალხთან ერთად. მნიშვნელოვანია, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნა პოლიტსაბჭოს მიერ ერთხმად, რაც ყოველთვის არ ხდება. გადამწყვეტ მომენტში ნაციონალური მოძრაობა ყოველთვის იკვრება ერთ მუშტად! ძალიან კარგი გამოსვლები ჰქონდათ პოლიტსაბჭოზე ნიკა მელიას, სალომე სამადაშვილს და პარტიის რამდენიმე სხვა ლიდერს. მართლაც, მთელი თანავარსკვლავედი ჩამოყალიბდა ძლიერი პოლიტიკოსების, ჩვენს ძალიან ბრძოლისუნარიან ორგანიზაციაში”, - წერს მიხეილ სააკაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)