|
2020-12-04 16:22:42, 653 ნახვა
კომენტარი
შს მინისტრი - საფინანსო ორგანიზაციებში ხელყუმბარით შევარდნის ერთი შემთხვევა იყო და დავაკავეთ ადამიანი
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაური განცხადებით, ქვეყანაში საფინანსო ორგანიზაციებსა და ბანკებზე თავდასხმის ერთი შემთხვევა მოხდა და თავდამსხმელი დააკავეს. მისი თქმით, ბანკებში ყაჩაღობის შემთხვევები ყოველ წელს ხდებოდა. „საფინანსო ორგანიზაციებსა და ბანკებზე თავდასხმის ერთი შემთხვევა იყო და დავაკავეთ ადამიანი. თავდასხმების გახშირება ნიშნავს 10-20 შემთხვევა რომ მოხდება. ბანკებში ყაჩაღობის შემთხვევები ყოველ წელს ხდებოდა და ყოველთვის ხდება. ხელყუმბარით შევარდნა რომელიც მოხდა, ის დავაკავეთ. ბადრი ესებუას საქმეზე მიმდინარეობს შესაბამისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების ღონისძიებები“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ ვერ დააკავეს გვაზავა, რომელიც 2 წელია ძებნილადაა გამოცხადებული, შს მინისტრი აღნიშნავს, რომ მასაც აუცილებლად დააკავებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)