|
2020-12-04 16:02:00, 675 ნახვა
კომენტარი
ეკატერინე ტიკარაძე - საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ჩანასახოვან პერიოდშია, ამიტომ მეტ მხარდაჭერას საჭიროებს
ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ჩანასახოვან პერიოდშია, ამიტომ საჭიროებს მეტ მხარდაჭერას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, კორონავირუსი გლობალური გამოწვევაა არა მხოლოდ ჯანდაცვის სისტემისთვის, არამედ სახელმწიფოსთვისაც. „არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსი არის გამოწვევა არა მხოლოდ ჯანდაცვის სისტემისთვის, არამედ მთლიანად სახელმწიფოსთვის, საქართველოსთვისაც ეს დიდი გამოწვევაა, ასევე ჯანდაცვის სისტემისთვისაც, რომელიც ჯერჯერობით იმყოფებდა ჩანასახოვან პერიოდში, ეს არის დიდი გამოწვევა, სწორედ აქედან გამომდინარე, საქართველოს ექიმები და ჯანდაცვის სისტემა საჭიროებს მეტ კოორდინირებულ მუშაობას და მხარდაჭერას, როგორც მოქალაქეებისგან, ასევე მედიასაშუალებებიდან, იმისთვის, რომ დრულად იქნას აღიარებული ყველა ის პრობლემა, რომელიც არსებობს სისტემაში და საჭიროა დროული რეაგირება, რომელსაც ჩვენ ვასრულებთ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)