|
2020-12-04 11:47:28, 601 ნახვა
ეკონომიკა
FAO-ს ფასების ინდექსმა ნოემბრის თვეში, კალათის ყველა პროდუქტზე მოიმატა
FAO-ს ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს - ნოემბერში, საგრძნობლად გაიზარდა და 105.0 ქულა შეადგინა. ნოემბრის თვის ფასების ინდექსი, ოქტომბერთან შედარებით 3.9%-ითაა მომატებული, ხოლო წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით - 6.5%-ით. ნოემბერში, მცენარეულის ზეთზე ფასებმა, რეკორდულად, 14.5%-ით მოიმატა. ფასების ზრდის მიზეზად, მსოფლიოში პალმის ზეთის შემცირებული მარაგები სახელდება. ოქტომბრის თვესთან შედარებით, 2.5%-ითაა მომატებული FAO-ს მარცვლეულის ფასების ინდექსიც. აღნიშნული მონაცემი, 2019 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 19,9%-ით აღემატება. ხორბლის ფასის ზრდის მიზეზად, არგენტინაში, მარცვლეულის შემცირებული მოსავალი მოიაზრება. ხორბლის მსგავსად, ფასი გაზრდილია სიმინდზე, მიზეზად კი ჩინეთის მიერ სიმინდის დიდი ოდენობით შესყიდვა და შტატებსა და უკრაინაში ამ მარცვლეულის შემცირებული მოსავალი სახელდება. სიმინდისა და ხორბლის კულტურებისგან განსხვავებით, ბრინჯის- ფასების ინდექსი უცვლელი დარჩა. FAO-ს შაქრის ფასების ინდექსმა 3.3%-ით მოიმატა ნოემბერში. ფასების ზრდის უმთავრეს მიზეზად, მსოფლიოში შაქრის არასაკმარისი მარაგები სახელდება. არასახარბიელო მეტეოროლოგიური პირობების გამო, ევროკავშირში, რუსეთსა და ტაილანდში შაქრის მოსავალი მოსალოდნელზე ნაკლები იყო. 0.9%-ითაა გაზრდილი რძისა და რძის პროდუქტების ფასების ინდექსი. ფასების ზრდა, ევროპაში, კარაქსა და ყველზე გაზრდილმა მოთხოვნამ და სეზონისათვის დამახასიათებელმა შემცირებულმა რძის წარმოებამ გამოიწვია. რძისა რძის პროდუქტების მსგავსად, 0.9%-ითაა გაზრდილი ხორცის ფასების ინდექსი. თუმცა, აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის იმავე პერიოდის ნიშნულს - 13.7%-ით ჩამორჩება. ფასები გაზრდილია, საქონლის, ცხვრისა და ღორის ხორცზე, მაშინ როცა, ფრინველის ხორცზე ფასები შემცირდა.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)