|
2020-12-03 13:01:33, 515 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა საგარეო ვალზე - მინდა ყველა დავამშვიდო, ჩვენი ეკონომიკა საკმაოდ ჯანსაღია
ჩვენი ეკონომიკა საკმაოდ ჯანსაღია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სახელმწიფოს საგარეო ვალთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, უახლოეს საშუალოვადიან პერიოდში, საქართველო ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით რეგიონში ლიდერი იქნება. „პირველ რიგში, ყველა მინდა დავამშვიდო და დავარწმუნო, მიუხედავად იმისა, რომ მთლიანად მსოფლიოში პანდემიასთან ბრძოლის მიზნით საგარეო ვალის მოცულობა არის გაზრდილი და ჩვენზე გაცილებით მდიდარ ქვეყნებსაც მოუწიათ გარე სესხების გაზრდა, რადგან ცალეკეული სესხების აღებით, სახელმწიფო საკუთარ რესურსებზე დაყრდნობით ამ დიდ გამოწვევას ვერ გაუმკლავდებოდა, ჩვენი ეკონომიკა არის საკმაოდ ჯანსაღი. მისი გაჯანსღების პროცესი უკვე დაწყებულია. მომავალ წელს უკვე გვექნება პოზიტიური ზრდა, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, უახლოეს საშუალოვადიან პირობებში ჩვენ ვიქნებით ლიდერები რეგიონში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, ჩვენი ეკონომიკა დააგენერირებს საკმარის თანხას იმისთვის, რომ უსაფრთხოდ და სტაბილურად მოვემსახუროთ საგარეო ვალს“, - განაცხადა ნათია თურნავა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)