|
2020-12-03 12:51:04, 472 ნახვა
კომენტარი
თამარ გაბუნია - პაციენტების ნაკადების მართვა არაა მარტივი, თუმცა არც მძიმე პაციენტების კლინიკაში მოხვედრაა პრობლემა
ქვეყნის მასშტაბით თავისუფალი საწოლების რაოდენობა 538-ია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, პაციენტების ნაკადების მართვა არ არის მარტივი, თუმცა არც იმის პრობლემა არსებობს, რომ მძიმე პაციენტებმა კლინიკაში მოხვედრა ვერ შეძლონ. „დღევანდელი მდგომარეობით მობილიზებულია 7 103 საწოლი, აქედან დატვირთული არის 6 329, დილის 9 საათის მდგომარეობით, აქედან შეფასების პროცესში არის 255 პაციენტი, ინტენსიურ საწოლზე არის 1 243 და ხელოვნური ვენტილაცია სჭირდება 378 პაციენტს. ქვეყნის მასშტაბით თავისუფალი საწოლების რაოდენობა არის 538. აქედან ყველაზე მეტად დატვირთლია თბილისის საწოლფონდი, ამდენად პაციენტების ნაკადების მართვა მარტივი არ არის, მაგრამ არც იმის პრობლემა არ არის, რომ მძიმე პაციენტი კლინიკაში მოხვდეს. კლინიკები მუშაობენ მაქსიმალური დატვირთვით“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)