|
2020-12-02 22:04:54, 1166 ნახვა
მსოფლიო
ლგბტ თემის მოწინააღმდეგე პარლამენტარმა თანამდებობა დატოვა - პოლიციამ ის „გეი-ორგიის“ წვეულებაზე დააკავა
უნგრეთის მმართველი პარტიის ევროპარლამენტის დეპუტატმა, იოჟეფ საიერმა თანამდებობა დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება მან მას შემდეგ მიიღო, რაც ის პოლიციამ წვეულებაზე დააკავა, რომელსაც ქვეყნის მედია „გეი-ორგიას“ უწოდებს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ბელგიური მედიაგამოცემების ცნობით, ეს იყო დახურული "სექს-წვეულება", რომელშიც მხოლოდ კაცები, მათ შორის დიპლომატები და ევროპარლამენტარები, მონაწილეობდნენ. "ვესწრებოდი", — ლაკონიურად აღნიშნავს საიერი განცხადებაში საიერის თქმით, იგი შეკრებების შეზღუდვის დარღვევას ნანობს. იგი "არასწორ ნაბიჯს" "უკიდურესად პიროვნულად" აფასებს და იმედოვნებს, რომ იგი არ აისახება წლების განმავლობაში სამშობლოსადმი გაწეული მისი სამსახურის რეპუტაციაზე. "ჩემგან უპასუხისმგებლო საქციელი იყო", — ამბობს იგი და აღნიშნავს, რომ ნებისმიერი სამართლებრივი რეაგირების მისაღებად მზადაა. ამასთან, მას თანამდებობის დატოვებაც მოუწია, მიზეზად კი ყოველდღიური პოლიტიკით მიღებულ "უდიდეს ემოციურ წნეხს" ასახელებს. ბელგიის პროკურატურაში განაცხადეს, რომ დეპუტატს აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალებები და ის ცდილობდა, პოლიციისგან მიმალულიყო. დეპუტატის მიმართ გამოძიება ნარკოტიკების მოხმარებისა და კარანტინის დარღვევისთვის მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ პარტიას, რომლის წევრიც არის საიერი, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს და აღნიშნული პარტია, ტრადიციული, ოჯახური ღირებულებების დამცველია და ერთნაირსქესიანთა წყვილების მიერ შვილად აყვანის წინააღმდეგაც გამოდის. ყველაფერ ამისდა მიუხედავად, საიერმა, რომელიც ქორწინებას ქალის და კაცის კავშირად მიიჩნევს, განაცხადა, რომ კვლავ რჩება ორბანის პოლიტიკის მხარდამჭერი.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)