|
2020-12-02 18:19:00, 768 ნახვა
რეგიონი
ბათუმში ახალი სკვერების და მასშტაბური კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელთან არჩილ ჩიქოვანთან ერთად ბათუმში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის IV ფაზის ფარგლებში, კობალიძის ქუჩაზე დასრულდა მაგისტრალური წყალარინების კოლექტორის მოწყობა. ამ დროისთვის მიმდინარეობს გზის საფარის სამუშაოები. IV ფაზის ფარგლებში პარალელურად რამდენიმე პროექტი ხორციელდება, რომელთა საერთო ღირებულება 17 მილიონ ევროს შეადგენს. ბათუმში ინასარიძის ქუჩაზე დაიწყო ახალი სკვერის მშენებლობა. პროექტის ფარგლებში მოეწყობა საბავშვო ატრაქციონები და ტრენაჟორები. დაიგება მწვანე კორდი და დეკორატიული ფილები. დამონტაჟდება შადრევანი და გარეგანათების სისტემა. განთავსდება საბაღე სკამები და დეკორატიული ურნები. ასევე დაგეგმილია სკვერის მიმდებარედ არსებული სპორტული მოედნის რეაბილიტაცია და საპარკინგე სივრცის მოწყობა. ამ ეტაპზე, უკვე დასრულდა სანიაღვრე სისტემის მონტაჟი და მიმდინარეობს შადრევნისა და ტროტუარების მოწყობა. პროექტის ღირებულება 832 ათას ლარს აღემატება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)