|
2020-12-01 15:26:44, 548 ნახვა
კომენტარი
გია ვოლსკი - ასლან ვაშაყმაძის რიტორიკა გამოხატავს საერთო ოპოზიციური გუნდის შინაარსს
მისი ეს ტექსტი და რიტორიკა გამოხატავს იმ შინაარსს, რაც გააჩნია ამ საერთო ოპოზიციურ გუნდს, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ წევრი გია ვოლსკი „გამარჯვებული საქართველოს“ წევრის ასლან ვაშაყმაძის მუქარას სამართალდამცველების მიმართ. მისი თქმით, ოპოზიციამ დაბალ ღობედ წარმოადგინა და ყველა გაემიჯნა. „როგორ სამართლებრივ შეფასებას მისცემენ ამ უბადრუკი ადამიანის მუქარის, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, მისი ეს ტექსტი და რიტორიკა გამოხატავს იმ შინაარსს, რაც გააჩნია ამ საერთო ოპოზიციურ გუნდს, ვინაიდან მათი ლიდერი იყო, არის და მომავალში იქნება მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც არანაკლებ მძიმე განცხადება გააკეთა, მე ვიტყოდი უფრო მძიმე განცხადება. დღეს ეს ადამიანი ოპოზიციამ დაბალ ღობედ წარმოადგინა და ყველა გაემიჯნა. სააკაშვილს გაემიჯნონ იმ განცხადებაში, რაც გააკეთა. ერთიც უბადრუკია და მეორეც“,- აღნიშნა გია ვოლსკიმ. ცნობისთვის, ოპოზიციის ერთ-ერთმა მხარდამჭერმა, ასლან ვაშაყმაძემ სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც ხალხს სამართალდამცველებზე ძალადობისკენ მოუწოდებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)