05:36 - 23 May, 2026
|
2020-11-28 15:15:21, 625 ნახვა
რეგიონი
გოგონას, რომელსაც ხელვაჩაურში სტიქიის შედეგად ოჯახის წევრები დაეღუპა, აჭარის მთავრობამ ბინა გადასცა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, მეექვსე კლასელ გოგონას, რომელსაც ოჯახის წევრები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჯოჭოში განვითარებული სტიქიის შედეგად დაეღუპა, ბინა გადასცა. გოგონას ბინა ბათუმში, ახლადაშენებულ საცხოვრებელ კომპლექსში გადაეცა. ასევე, დამატებით ბინის რემონტისა და კეთილმოწყობისთვის გადაეცემა ფინანსური დახმარება. მეწყერის შედეგად სოფელ ჯოჭოში თედორაძეების ოჯახის ერთადერთი გადარჩენილი წევრი, მეექვსეკლასელი გოგონა უბედური შემთხვევის დროს შუახევში ნათესავთან სტუმრად იმყოფებოდა. მეწყრის შედეგად სოფელ ჯოჭოში ხუთი ადამიანი დაიღუპა – თედორაძეების ოჯახის სამი წევრი და ორი სტუმარი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)