|
2020-11-28 10:07:33, 487 ნახვა
რეგიონი
ბუნებრივი გაზის მიწოდება აჭარისა და გურიის რეგიონებს შეუწყდებათ
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ „ექსპრესნიუსს“ აცნობა, დღეს „ქუთაისი-სოხუმის" მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის 500 მმ განშტოებაზე მოხდა დაზიანება. მათი ცნობით, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ აჭარისა და გურიის რეგიონებს. „დღეს 28 ნოემბერს, "ქუთაისი-სოხუმის" მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის 500 მმ განშტოებაზე მომხდარი დაზიანების გამო ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ აჭარისა და გურიის რეგიონებს. დაზიანების აღსადგენად ადგილზე მაქსიმალური მობილიზაციაა ყველა შესაბამისი სამსახურის ტექნიკური ჯგუფების, მიმდინარეობს გადაუდებელი სამუშაოები, რათა უმოკლეს ვადებში აღმოიფხვრას პრობლემა და ზემოთაღნიშნულ რეგიონებს აღუდგეს ბუნებრივი გაზის მიწოდება. სამუშაოებს ახორციელებს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)