|
2020-11-26 17:19:25, 469 ნახვა
კომენტარი
ივანე მაჭავარიანი - თანხები, რომელიც ჩვენ წელს მოვიზიდეთ, სრულად ჰყოფნის დასახელებული პროგრამების დაფინანსებას
თანხები, რომელიც ჩვენ წელს მოვიზიდეთ, სრულად ჰყოფნის დასახელებული პროგრამების დაფინანსებას, ამიტომ განსაკუთრებული, ახალი მოლაპარაკებები ვალების აღებასთან დაკავშირებით, არ იგეგმება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მომავალ წელს, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მაღალი საბიუჯეტო დეფიციტი შენარჩუნდება. „მომავალ წელს გაგრძელდება ყოველწლიური მოლაპარაკებები დონორებთან, როგორიც დაგეგმილია ყოველ წელს სხვადახვა პროექტისა თუ რეფორმის მხარდასაჭერად. ასევე გაგრძელდება იმ თანხების ჩამორიცხვა, რაზეც მიმდინარე, 2020 წელს მოვილაპარაკეთ. ისეთი გადაუდებელი რეაგირების პაკეტის მობილიზება, როგორიც წელს დაგვჭირდა, არ იგეგმება, რადგან უკვე გვაქვს საკმარისი თანხები, თუმცა ეს ნიშნავს იმას, რომ ვალის შემცირებას იმ ტემპით ვეღარ დავიწყებთ, რომლითაც სხვა შემთხვევაში დავიწყებდით“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა. ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს კარგი რეპუტაცია, შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში ქვეყანა შეძლებს ახალი ფინანსური რესურსების მოზიდვას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)