|
2020-11-25 13:02:31, 566 ნახვა
რეგიონი
მეხანძრე-მაშველებმა წყალტუბოში ადამიანი ნანგრევებიდან უვნებლად ამოიყვანეს
მეხანძრე-მაშველებმა წყალტუბოში ადამიანი ნანგრევებიდან უვნებლად ამოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, გადარჩენილი მუშის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა საჭირო არ გახდა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ წყალტუბოში, საკანალიზაციო ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, მუშა მიწისა და ქვების მასაში მოყვა და მაშველების დახმარება სჭირდებოდა. ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, რომლებმაც კონტაქტურ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა კაცი მიწის მასიდან ამოიყვანეს. გადარჩენილი მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ადგილზე შეამოწმა და მისი შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა საჭირო არ გახდა“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)