14:11 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-25 15:23:27, 660 ნახვა

საზოგადოება
იან კელი: შემძრა იმ სიმამაცემ, რომელიც რიგითმა ყულჯანიშვილმა გამოიჩინა

სიმართლე რომ გითხრათ, მე შემძრა იმ სიმამაცემ, რომელიც რიგითმა ყულჯანიშვილმა გამოიჩინა, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადა, სადაც ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროს ვასილ ყულჯანიშვილის ჩამოსვენებას დაესწრო.

იან კელიმ დაღუპულის ოჯახს და სრულიად საქართველოს მიუსამძიმრა.

„ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია არა მხოლოდ პირადად ჩემთვის, არამედ მთლიანად შეერთებული შტატების მოსახლეობისთვის. მინდა გამოვუცხადო თანაგრძნობა არა მხოლოდ გარდაცვლილის ოჯახს, არამედ მთელ ქართველ ერს. სიმართლე რომ გითხრათ, მე შემძრა იმ სიმამაცემ, რომელიც რიგითმა ყულჯანიშვილმა გამოიჩინა“, - განაცხადა იან კელიმ.

ცნობისთვის, ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურე,  ვასილ ყულჯანიშვილი საქართველოში ჩამოასვენეს. ვასილ ყულჯანიშვილს აეროპორტიდან რუსთავში, საკუთარ სახლში გადაასვენებენ.

შეგახსენებთ, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირველი კლასის რიგითი ვასილ გელას ძე ყულჯანიშვილი ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულების დროს დაიღუპა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შევარდნაძის დაცვის სამსახურის ყოფელ უფროსს პაპაშვილს ოცნება ყაზბეგში ორ ჰესს აშენებიებს
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი დიუშენით დაავადებულ ბავშვებზე - დრო გადამწყვეტი ფაქტორია
ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივეს
EU-ის საელჩო ადასტურებს ფორმულას ინფორმაციას, რომ პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics