|
2015-09-25 14:44:29, 349 ნახვა
პოლიტიკა
პრემიებთან დაკავშირებით ზაქარია ქუცნაშვილის ინიციატივის განხილვა ხმაურით მიმდინარეობს
პარლამენტში საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც პრემიებთან დაკავშირებით, უმრავლესობის დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის ინიციატივას განიხილავენ, ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. სხდომაზე ერთმანეთს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სერგო რატიანი და უმრავლესობის წარმომადგენელი კარლო კოპალიანი დაუპირისპირდნენ. კოპალიანმა პრემიებთან დაკავშირებით რატიანის გამოსვლა გააპროტესტა. " ღადაობ, თუ რას შვები?" - მიმართა კოპალიანმა რატიანს. კოპალიანის ამ მიმართვას ხმაური მოჰყვა. სხდომაზე სერგო რატიანმა მოქმედი ხელისუფლების დროს საყდრისის ოქროს მაღაროს ნგრევაც გაიხსენა, ქუცნაშვილმა კი მას ასე უპასუხა: "აქციაზე ხომ არ გგონია თავი?" საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პრემიებთან დაკავშირებით ინიციატივის განხილვა გრძელდება. ცნობისთვის, დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის მიერ დარეგისტრირებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, 25 მაღალი რანგის 800–მდე თანამდებობის პირს 2016 წლის პირველ იანვრამდე პრემიის მიღება უნდა შეეზღუდოს. კანონის პროექტის თანახმად, 25 რანგიდან 24 სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მაღალი თანამდებობის პირებს და მათ მოადგილეებს ეხება, ხოლო ერთი-ადგილობრივი ხელისუფლების შემდეგ თანამდებობის პირებს: საკრებულოს თავჯდომარეს, მერსა და გამგებელს.
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)