|
2020-11-21 14:21:57, 604 ნახვა
კომენტარი
კანდელაკი ხელისუფლებაზე - საბჭოთა კავშირის მსგავსად, დიალოგი საკუთარ თავთან აწარმოონ
„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, პასუხისმგებლიანი ოპოზიცია სისხლის სამართლის დანაშაულს, რომელიც 31 ოქტომბერს მოხდა, ლეგიტიმაციას ვერ მისცემს. მისივე თქმით, ხელისუფლებას მოუწევს, საბჭოთა კავშირის მსგავსად დიალოგი პარლამენტის შიგნით, საკუთარ თავთან აწარმოონ. „სისხლის სამართლის დანაშაულს პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიცია და „ევროპული საქართველო“ ნამდვილად ვერ მისცემს ლეგიტიმაციას, კვერს ვერ დაუკრავს. ასე რომ, დიალოგი პარლამენტის შიგნით აწარმოონ საკუთარ თავთან. კომუნისტური პარტია რომ საკუთარ თავს ელაპარაკებოდა ხოლმე, ისე. ოპოზიციასა და მთავრობას შორის დიალოგი მიმდინარეობს ევროკავშირისა და შეერთებული შტატების ელჩების შუამდგომლობით და ამ დიალოგის ფარგლებში მთავრობამ უნდა დადოს გონივრული კომპრომისი, როგორ და როდის ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)