|
2020-11-21 14:14:24, 567 ნახვა
კომენტარი
მამუკა მდინარაძე - ოპოზიცია ხმების მისაცემად ამომრჩევლების მობილიზებას ფარულად ახდენს
„ოპოზიცია ამომრჩევლების მობილიზებას ხმების მისაცემად ფარულად ახდენს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხდა. მან ასევე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს მიმართა და სრული მობილიზაციისკენ მოუწოდა. „ყველა უბანთან ფიქსირდებიან ოპოზიციის წარმომადგენლებიც, მზგავსი სიტუაცია იყო 2016 წელსაც, მაშინაც განაცხადეს, რომ არ იღებდნენ მონაწილეობას არჩევნებში, თუმცა მალულად მოახდინეს ამომრჩევლების მობილიზება. მოვუწოდებ ჩვენს ამომრჩეველს, მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და დააფიქსირონ მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ კანდიდატების მიმართ. პასუხსიმგებლობით ვაცხადებთ, რომ პანდემიასთან დაკავშირებული რისკები საარჩევნო უბნებზე მინიმუმამდეა დაყვანილი. ოპოზიციამ ბევრ განცხადებას უწოდა აფსურდული და მათი განცხადებები ძალიან მარტივად გახდა გადასამოწმებელი. ჩემი განცხადება, რომ ოპოზიცია მაინც ახდენს ამომრჩევლების მობილიზებას საღამოს გახდება ცნობილი რამდენად მართალია. ამას დიდი დრო არ დასჭირდება, იგივე იყო 2016 წელსაც. მივმართავ ჩვენს მხარდამჭერებს, მიდგომა, რომ „ქართული ოცნება“ მაინც იგებს, შესაძლოა არ იყოს სწორი და მიუხედავათ მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებისა არ უნდა დავიზაროთ და მივიდეთ საარჩევნო ყუთებთან“, - განაცხდა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)