|
2015-09-25 13:06:57, 526 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს მასშტაბით ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ინდიკატორული გაზომვები დაიწყო
საქართველოს მასშტაბით ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ინდიკატორული გაზომვები დაიწყო. გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თავისუფლების მოედანზე ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ინდიკატორების დამონტაჟების პროცესს დაესწრნენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის გაძლიერებისა და ქსელის გაფართოების მიზნით, ჰაერში სხვადასხვა დამაბინძურებლების კონცენტრაციების გამზომი მოწყობილობები საქართველოს მასშტაბით 60-მდე წერტილში (თბილისი, რუსთავი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი და თელავი) დამონტაჟდა. თბილისში 26 წერტილი შეირჩა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ინდიკატორები შეგროვდება, განთავსდება კონტეინერებში და შესაბამისი პირობების დაცვით გაიგზავნება დიდ ბრიტანეთში ლაბორატორიული ანალიზის ჩასატარებლად. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გარემოს ეროვნულ სააგენტოს შესაძლებლობა ექნება თბილისსა და სხვა ქალაქებში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების არსებული მდგომარეობა უფრო დეტალურად განსაზღვროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)