14:39 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-25 12:27:38, 547 ნახვა

საზოგადოება
კახეთში ამ დროისთვის 57 ათას ტონაზე მეტი ყურძენია გადამუშავებული

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რთველი კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში შეფერხების გარეშე მიმდინარეობს - 8 ათასამდე მევენახემ ღვინის კომპანიებს ყურძენი უკვე  ჩააბარა.

სააგენტოს ცნობით, კახეთის რეგიონში ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 35 მლნ ლარს მიაღწია.

„24 სექტემბერს  კვლავ დაფიქსირდა ბოლო 25 წლის რეკორდული დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელი -  7 100 ტ.  23 სექტემბერს ეს მაჩვენებელი იყო 6 722 ტონა.

ამ დროისთვის, სულ გადამუშავებულია 57 ათას ტონაზე მეტი ყურძენი. მათ შორის, 24 ათას ტონამდე რქაწითელი, 25 ათას ტონამდე საფერავი, 1,7 ათას ტონამდე კახური მწვანე და 6,7 ათას ტონამდე სხვა ჯიშის ყურძენი.

ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი გადამუშავებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტში - 20 ათას ტონამდე. კახეთის რეგიონის დანარჩენი მუნიციპალიტეტების მონაცემები ასე გამოიყურება: ყვარელი - 11,2 ათასი ტ., თელავი - 10,5 ათასი ტ., სიღნაღი - 6,5 ათას ტ., ლაგოდეხი- 4,6 ათასი ტ., დედოფლისწყარო - 1,8 ათასი ტ., ახმეტა - 1,3 ათასი ტონა და საგარეჯო - 1,2 ათასი ტონა.

ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია ღვინის მწარმოებელი 62 კომპანია, მათ შორის,  სახელმწიფოს მიერ დაქირავებული 17 ღვინის საწარმო.

რთველის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, მუშაობას განაგრძობს ცხელი ხაზი 2 47 01 01 და სპეციალური ინტერნეტ საიტი www.rtveli2015.gov.ge“, - ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მერია არ გასცემს ნებართვას 26 მაისის აქციისთვის სცენის მოსაწყობად
კალიფორნიაში ქიმიური ნივთიერების დაღვრის გამო 40 000-ზე მეტი ადამიანი იქნა ევაკუირებული
23-25 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
შევარდნაძის დაცვის სამსახურის ყოფელ უფროსს პაპაშვილს ოცნება ყაზბეგში ორ ჰესს აშენებიებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics