|
2020-11-20 12:33:30, 491 ნახვა
კომენტარი
IDFI - საკონსტიტუციო სასამართლოს პანდემიასთან დაკავშირებულ სარჩელებზე გადაწყვეტილება დღემდე არ მიუღია
საკონსტიტუციო სასამართლოს პანდემიასთან დაკავშირებულ სარჩელებზე გადაწყვეტილება დღემდე არ მიუღია, - ამის შესახებ IDFI აცხადებს. მათი ცნობით, პანდემიასთან დაკავშირებულ შეზღუდვებზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე არის შეტანილი 15 სარჩელი. „პანდემიასთან დაკავშირებულ შეზღუდვებზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე არის შეტანილი 15 სარჩელი. სასამართლოს არცერთი გადაწყვეტილება არ მიუღია. უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში სასამართლოს რეაგირება პანდემიასთან დაკავშირებულ საქმეებზე არის მინიმალური და სიმბოლური. პირველი 2 თვის განმავლობაში, საკონსტიტუციო სასამართლო ეფექტურობით განიხილავდა პანდემიასთან დაკავშირებულ სარჩელებს. პირველი სარჩელის რეგისტრაციიდან, მომდევნო 50 დღის განმავლობაში სასამართლომ 8 სარჩელი განიხილა განმწესრიგებლი სხდომის, ხოლო 2 არსებითი განხილვის ფორმატში. შედეგად, საზოგადოებაში დამკვიდრდა მოლოდინი, რომ პანდემიასთან დაკავშირებულ საქმეებზე კონსტიტუციური კონტროლი იქნებოდა ეფექტური და დროულად მიიღებოდა შესაბამისი გადაწყვეტილებებიც. ეს მოლოდინი არ გამართლდა. ვითარება რადიკალურად შეიცვალა ივნისის შემდგომ. ბოლო 6 თვის განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლოს პანდემიასთან დაკავშირებული არც ახალ და არც მანამდე შემოტანილ სარჩელები არ განუხილავს არსებითად და არც გადაწყვეტილება მიუღია“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)