|
2020-11-18 23:58:03, 734 ნახვა
კომენტარი
აშშ-ში საქართველოს ელჩი - დეტალებს ვერ დავაკონკრეტებ, თუმცა აშშ-სთან თავდაცვის საკითხებში თანამშრომლობა უფრო გაღრმავდება
„დეტალებს ვერ დავაკონკრეტებ, თუმცა აშშ-თან ჩვენი თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება“, - ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ბაქრაძემ განაცხდაა. მან ასევე აღნიშნა, რომ განხილვის თემა თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით არსებული საკითხების გაძლიერება იყო. “თქვენ ნახეთ პრემიერ-მინისტრის დღევანდელი გასნით სიტყვაში მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით, ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია უფრო მეტი და აქტიური მონაწილეობა ამერიკის შეერთებული შტატებისა საქართველოში. ჩვენ განვიხილეთ თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით ჩვენს ხელთ არსებული და უკვე ხელმოწერილი დოკუმენტების ფარგლებში შემდგომი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები, მათ შორის შავი ზღვის უსაფრთხოების პერსპექტივას, მათ შორის საქართველოს თავდაცვის მხარდაჭერის პროგრამას. რასაკვირველია, მე ახლა კონკრეტულ დეტალებზე არ ვისაუბრებ, მაგრამ ჩვენი თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება”, - განაცხადა ბაქრაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)