07:51 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-18 20:12:50, 621 ნახვა

კომენტარი
ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი - ჩვენთან ინფიცირებულების 37% მკურნალობს, რასაც ვერც ერთი ქვეყანა ვერ გაუძლებს

„ჩვენთან ინფიცირებულების 37% მკურნალობს, რასაც ვერც ერთი ქვეყანა ვერ გაუძლებს“, - ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალურმა დირექტორმა დავით გადელიამ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მსუბუქმა პაციენტებმა უმჯობესია კოვიდ-სასტუმრეობში იმკურნალონ.

„ქვეყანაში არის ძალიან მაღალი თანაფარდობა ჰოსპიტალურ სექტორში მყოფ პაციენტებსა და ბინაზე, ან კოვიდ-სასტუმროებში მყოფ ადამიანებს შორის.

საერთოდ, მიღებულია, რომ 15-20 % იყოს, ჩვენთან 37 %-მდე მკურნალობს ჰოსპიტალურ სექტორში, რასაც ვერ გაუძლებს ალბათ ვერცერთი ქვეყანა.

ძალიან გვინდა ეს რაოდენობა ისე გადანაწილდეს, რომ რაც შეიძლება მეტმა შედარებით მსუბუქმა პაციენტმა იმკურნალოს სახლის, ან კიდევ უკეთესი კოვიდ-სასტუმროს პირობებში, რისი საშუალებაც ჩვენ გვაქვს და ეს მართლა საქართველოში არის ასე, რომ ადამიანებს აქვთ საშუალება იმკურნალონ კოვიდ-სასტუმროებში, სადაც არის ელემენტარული თერაპიული მეთვალყურეობის საშუალება“, - განაცხადა დავით გადელიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რეჟიმს - შეწყდეს რეპრესიები, სოლიდარობა დამოუკიდებელ მედიას
დიუშენით დაავადებული ბავშვების დასახმარებელ მარათონში კომპანიები ჩაერთნენ
რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics