|
2020-11-18 19:52:52, 684 ნახვა
კომენტარი
ხოშტარია - ხელისუფლებასთან მოლაპარაკების ერთ-ერთი მთავარი საკითხი პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაა, ამის დათმობას არ ვაპირებთ
„ხელისუფლებასთან მოლაპარაკების ერთ-ერთი მთავარი საკითხი პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაა, ამის დათმობას არ ვაპირებთ“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ სოციალურ ქსელში დაწერა. მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ანგარიშწორება უნდა დასრულდეს. „1 წლის წინ ქართულმა ოცნებამ გიორგი რურუა დააკავა და აქცია პოლიტიკურ პატიმრად. მისი გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების ნაწილი იყო, თუმცა ხელისუფლებამ შეთანხმება დაარღვია და მეტიც, ახალი პოლიტიკური პატიმრები გაჩნდნენ საქართველოში - ივერი მელაშვილი, ნატალია ილიჩოვა, ისნის საოლქო კომისიის თავჯმდომარის სიკვდილში დადანაშაულებული აკაკი ხუსკივაძე და აკაკი ობოლაძე. პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება ხელისუფლებასთან მიმდინარე მოლაპარაკების ერთ-ერთი მთავარი საკითხია და არ ვაპირებთ დათმობას. საქართველოში აღარ იქნებიან პოლიტიკური პატიმრები. ერთხელ და სამუდამოდ დავასრულებთ პოლიტიკურ ანგარიშწორებასა შურისძიებას”, - წერს ელენე ხოშტარია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)