|
2020-11-17 17:01:04, 1676 ნახვა
ომი უკრაინაში
თენგიზ ცერცვაძის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, ანა თოფურიას რაიმე გამოკვეთილი სიმპტომი არ აწუხებს და სახლში მკურნალობს. „კორონა ვირუსი ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის მეუღლეს, ქალბატონ ანა თოფურიასაც დაუდასტურდა. ქალბატონ ანა თოფურიას რაიმე გამოკვეთილი სიმპტომი არ აწუხებს და ისიც სახლში მკურნალობს. რაც შეეხება თენგიზ ცერცვაძეს, მას გუშინ ხველა, ყელის ტკივილი და სხეულის ტემპერატურა 37.8 გრადუსი აღენიშნებოდა. ამ დროისთვის თენგიზ ცერცვაძეს იგივე სიმპტომები აქვს, თუმცა სხეულის ტემპერატურა შედარებით დაბალია. თენგიზ ცერცვაძე და ანა თოფურია სახლის პირობებში შესაბამისი დადგენილი გაიდლაინის და პროტიკოლის მიხედვით მკურნალობენ“, - აღნიშნულია ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ დღეს კორონავირუსი ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს დაუდგინდა. ამასთან, ინფიცირებულ პირებთან კონტაქტის გამო, თვითიზოლაციაში იმყოფება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)