|
2020-11-16 23:55:31, 823 ნახვა
კომენტარი
უგულავა კალაძის განცხადებაზე - ვადამდელ არჩევნებს ასეთი პოლიტიკურად ბეციც კი ვერ გამორიცხავს
„ვადამდელ არჩევნებს ასეთი პოლიტიკურად ბეციც კი ვერ გამორიცხავს“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ გაზაფხულზე ოპოზიცია მთავრობას კომპრომისის სახით ვადამდელ არჩევნებს შეთავაზებს. „ხელახალი არჩევნები სხვა არის და ვადამდელი არჩევნები – სხვა. კალაძე გამოვიდა და ასე რიხიანი ვირეშმაკობით გვითხრა "ხელახალი არჩევნები არ იქნება"! ვადამდელ არჩევნებს ასეთი პოლიტიკურად ბეციც კი ვერ გამორიცხავს. ბრიყვი ხარ, თუ ვადამდელს გამორიცხავ, იმიტომ, რომ ვადამდელი არჩევნები, ზოგადად, არასდროს არ არის გამორიცხული. აქედან გამომდინარე, ესენი ჩქარობენ, რომ გააფორმონ, რომ ეს არჩევნები შედგა და შემდეგ უკვე კომპრომისის სახით შევთავაზებთ, რომ ვადამდელი არჩევნები დანიშნონ გაზაფხულზე“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)