|
2020-11-16 16:19:52, 1681 ნახვა
ომი უკრაინაში
აღარ მაშინებს ვირუსი, PCR მაქვს მინუსი - მიტროპოლიტი ნიკოლოზი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა
აღარ მაშინებს ვირუსი, PCR მაქვს მინუსი, - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი „იუთუბის“ საკუთარ გვერდზე წერს. როგორც მიტროპოლიტი აღნიშნავს, ის კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. „ჩემი ავადმყოფობის მოკლე ისტორია: ყველას გმადლობთ ლოცვისა და კეთილი სურვილებისათვის! პირველი სიმპტომები შაბათს, 31.10 გამომაჩნდა. თავიდან უბრალო გაცივება მეგონა, მაგრამ შემდეგ დავკარგე ყნოსვა და გემო, მიჭირდა გამოღვიძება და ცხვირში და ყელში ამოსუნქვისას სიმხურვალეს ვგრძნობდი. პირველი pcr ანალიზი, რომელმაც ვირუსი დამიდასტურა, ოთხშაბათს, 4.11 გავიკეთე. კვირის ბოლოს ავადმყოფობამ უკან დაიხია. თვითიზოლაციაში 2 კვირა გავატარე და გუშინ, შაბათს, 14.11 ჯერ სწრაფმა ტესტმა, ხოლო, მოგვიანებით pcr-მა უარყოფითი პასუხი აჩვენა, ანუ ვირუსი აღარ მაქვს. ამ მიზეზის გამო მცირე ლექსიც კი შევთხზი: აღარ მაშინებს ვირუსი: pcr მაქვს მინუსი“, - წერს მიტროპოლიტი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)