|
2020-11-16 11:02:43, 674 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსის 3 157 ახალი შემთხვევიდან 1 249 თბილისში, 516 აჭარაში და 477 იმერეთში გამოვლინდა
კორონავირუსის 3 157 ახალი შემთხვევიდან 1 249 თბილისში, 516 აჭარაში და 477 იმერეთში გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას, მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე განცხადებით, ამ ეტაპზე 787 ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 363 ადამიანი იმყოფება. „დღეს გამოვლენილი 3 157 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 249 შემთხვევა, აჭარა - 516, იმერეთი - 477, ქვემო ქართლი - 178, შიდა ქართლი - 181, გურია - 82, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 212, კახეთი - 70, მცხეთა-მთიანეთი - 121, სამცხე-ჯავახეთი - 60, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11“, - აცხადებენ მთავრობის პრესსამსახურში. შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობა ამ დროისთვის 82835-ს შეადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)