|
2020-11-14 19:53:05, 726 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე ოპოზიციაზე - მათი ინტერესი სიმართლის გარკვევა არ არის, მათი ინტერესია მხოლოდ ზოგადი პოლიტიკური მესიჯებით ფონს გასვლა
„მათი ინტერესი სიმართლის გარკვევა არ არის, მათი ინტერესია მხოლოდ ზოგადი პოლიტიკური მესიჯებით ფონს გასვლა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციამ უარი თქვა ხმების გადათვლაზე. „როდესაც ოპოზიცია უარს ამბობს ხმების გადათვლაზე, უარს ამბობს იმ დღის წესრიგში შემოსვლაზე, სადაც მმართველი გუნდის წარმომადგენლები მათ სთავაზობენ ვიდეო კამერების ჩანაწერების ნახვას, გაშიფვრას მის ანალიზს, ხმების გადათვლას და როდესაც ასეთ საკითხებზე უარი გხვდება, კვლავ რადიკალური მოთხოვნები ისმის, ეს იმას ნიშნავს, რომ მათი ინტერესი სიმართლის გარკვევა არ არის, მათი ინტერესია მხოლოდ ზოგადი პოლიტიკური მესიჯებით ფონს გასვლა და რაღაც შედეგის მიღება. თუ კი მათი მხრიდან იქნება ოდნავ რაციონალური წინადადება, ჩვენი მზაობა მოლაპარაკებისთვის ყოველთვის არის და კარი ღიაა. მაგრამ, როდესაც მოთხოვნა ისეთია, რომელსაც იურიდიული, ფაქტობრივი, რეალური, რელევანტური საფუძვლები არ გააჩნია და მხოლოდ და მხოლოდ ზოგადი მოთხოვნით შემოიფარგლება, რაც მოცემულობიდან არ გამომდინარეობს და გამომდინარეობს მოდელირებული, გამოგონილი გაყალბებიდან, ბუნებრივია, ეს მოთხოვნა აღსრულებას, შესრულებას და კომპრომისთან მისვლასა და პოზიციების დაახლოებას ვერ მოემსახურება“, - განაცხადა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)