06:46 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-14 11:21:06, 768 ნახვა

მსოფლიო
იტალია ხელახალი ლოქდაუნის წინაშე - ქვეყანა ე.წ. წითელ ზონას აფართოვებს

იტალია ე.წ. წითელ ზონას აფართოვებს.

ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსის მაღალი რისკის შემცველ რეგიონთა რიცხვს კამპანია და ტოსკანაც დაემატებიან.

კამპანიის ხელისუფლება, რომელსაც ნეაპოლიც მიეკუთვნება, აცხადებს, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა კოლაფსის წინაშეა.

ქვეყანა ორ-სამ კვირაში მიიღებს გადაწყვეტილებას, დააწესოს თუ არა სრულმასშტაბიანი  ლოქდაუნი.

იტალიაში კორონავირუსის რისკის თვალსაზრისით რეგიონები სამ ზონად იყოფა. ყველაზე მაღალის რისკის შემცველი წითელი ზონაა, შემდეგ ნარინჯისფერი და ბოლოს ყვითელი. ამ ეტაპზე, წითელი ზონის რეგიონებს ლომბარდია, ბოლცანო, პიემონტი, ვალე-დ’აოსტას ჩრდილოეთი და კალაბრიის სამხრეთ ნაწილი განეკუთვნება.

ამ ადგილებში, რომლებიც 60 მილიონიანი მოსახლეობიდან დაახლოებით 16,5 მილიონ ადამიანს აერთიანებს, მოქალაქეებს საცხოვრებელი სახლის დატოვება მხოლოდ სამუშაოს, ჯანმრთელობის მიზეზების, აუცილებელი სავაჭრო პროდუქციის ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლიათ. ყველა მაღაზია, რომლის ფუნქციონირებაც საწიროებას არ წარმოადგენს, დაკეტილია.

შეგახსენებთ, რომ იტალიაში პარასკევს კორონავირუსის დღიური რეკორდული მაჩვენებელი, 40 902 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 44 ათასს აჭარბებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics