|
2020-11-13 21:09:45, 613 ნახვა
კომენტარი
გოგორიშვილის განცხადებით, ცესკო დღეს აპირებს შედეგების შეჯამებას მაშინ, როცა ვადა 19 ნოემბრამდე აქვს
„ცესკო დღეს აპირებს შეაჯამოს შედეგები, როცა ყველა ეტაპი გავლილი არ არის“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა ცესკო-ს სხდომის დატოვების შემდეგ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ მას აქვს სტატისტიკა შესწორების ოქმებზე. „კანონში შავით თეთრზე წერია, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შედეგები უნდა შეაჯამოს მას შემდეგ, რაც გაივლის ყველა ეტაპს, ანუ აქ ჩამოთვლილია სასამართლოც – ორი ეტაპია სასამართლოში, პირველი ეტაპი ინსტანცია თბილისის საქალაქო სასამართლო და შემდეგ აპელაცია. ცესკო არ ელოდება ამ ვადას და, მიუხედავად იმისა, რომ 19 ნოემბრამდე აქვს შეჯამების ვადა, დღეს 13 ნოემბერს აპირებს შეაჯამოს შედეგები. მე მაქვს სტატისტიკა, რამდენ ოქმს დასჭირდა შესწორების ოქმები – პროპორციულში ეს არის ყოველი მესამე, მაჟორიტარულში ყოველი მეორე ოქმი“, – განაცხადა გოგორიშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)