|
2020-11-13 17:34:38, 644 ნახვა
კომენტარი
იმედია, სხვა ეპიზოდებშიც ასეთივე განაჩენი დადგება - შაქარაშვილის ოჯახი სასამართლოს გადაწყვეტილებას ობიექტურად აფასებს
გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ოჯახი მიიჩნევს, რომ მცხეთის რაიონულმა სასამართლომ, რომელმაც არასრულწლოვნები დამნაშავედ ცნო, ობიექტური გადაწყვეტილება მიიღო. როგორც შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ოჯახი იმედოვნებს, რომ სხვა ეპიზოდებშიც ასეთივე ობიექტური განაჩენი დადგება. „ოჯახს მიაჩნია, რომ განაჩენი არის ობიექტური. ოჯახს ჰქონდა იმედი სასამართლოს ობიქტურობის. შესაბამისად, აღნიშნული პირების გამტყუნება ყველა წაყენებულ ეპიზოდში არის სამართლიანი. გვაქვს დიდი იმედი, რომ სხვა ეპიზოდებთან დაკავშირებითაც, რომელზედაც კვლავ მიმდინარეობს საქმის წარმოება სასამართლოში, დადგება ასეთივე ობიქტური განაჩენი სასამართლოში. არასრულწლოვნების მართლმსაჯულების კოდექსით არსებობს გარკვეული შეზღუდვები. შესაბამისად, ჩვენ ვიტოვებთ იმედს, რომ ამ შეზღუდვებიდან გამომდინარე სასჯელი იქნება ისეთივე ობიექტური, როგორც კვალიფიკაციასთან მიმართებაში სასამართლოს მიდგომა“, - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ. ცნობისთვის, მცხეთის რაიონულმა სასამართლოს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნები დამნაშავედ ცნო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)