|
2020-11-13 16:50:19, 1546 ნახვა
ომი უკრაინაში
ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილის სახლში დასვენება უსაფრთხოა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ახალი პროტოკოლის მიხედვით, კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი დაავადების გავრცელების თვალსაზრისით უსაფრთხოა. მისი თქმით, გარდაცვლილი პირის დასაკრძალად ოჯახს 72-საათიანი ვადა ეძლევა. „ახალი პროტოკოლის მიხედვით, კორონავირუსული ინფექციით გარდაცვლილი პირის დაკრძალვა აღარ ხდება მაშინვე და ოჯახს ამისთვის 72-საათიანი ვადა ეძლევა. მიუხედავად იმისა, რომ ცხედარი სპეციალურ ჩანთაში თავსდება და შემდეგ სასახლეში. ნამდვილად უსაფრთხოა და ყველა რიტუალის დაცვით შეიძლება ეს ყველაფერი გაკეთდეს, სასურველია, რომ ეს მოხდეს 72 საათის განმავლობაში. ინფექციის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი რისკფაქტორი არის დიდი თავშეყრები, იქნება ეს თავშეყრა სასიხარულო თუ დაკავშირებული გარდაცვალებასთან და ჩვენს შესაბამის რიტუალებთან, რაც გვაქვს ტრადიციულად. ამიტომ, ჩვენ ყოველმხრივ თავი უნდა შევიკავოთ დიდი თავშეყრებისგან“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)