|
2020-11-13 15:33:16, 807 ნახვა
კომენტარი
ფეხბურთის ფედერაციაში აცხადებენ, რომ მათ შენობასთან გამართული აქციის ორგანიზატორები ნიკა მელია და კახა ალადაშვილი არიან
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის, დავით მუჯირის განცხადებით, ფედერაციასთან გამართული აქციის ორგანიზატორები „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია და საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველი კახაბერ ალადაშვილი არიან. მისი თქმით, ფეხბურთიის ფედერაცის წარმომადგენლები პროვოკატორებს დაუპირისპირდნენ და არა ქართველ გულშემატკივარს. „დღეს, როდესაც მძიმე წუთები აქვს ქართულ ფეხბურთს და ნამდვილი ფეხბურთის გულშემატკივარი სინანულით არის განწყობილი, მაშინ, როდესაც ყველა ძალიან ნერვიულობს სპორტულ შედეგზე ძალიან ცოტა დაგვაკლდა ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად, ფედერაციასთან მოვიდა პროვოკატორთა ჯგუფი. მელიას და ალადაშვილის დაორგანიზებული აქცია ფეხბურთის ფედერაციასთან დღეს ნამდვილად არაფერ შუაში არ არის. ძალიან სამწუხაროა, რომ პროვოკატორები, რომლებიც არიან და მოქმედებენ არასახელმწიფოებრივად, მათ შეიძლება დაუპირისპირდნენ ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები. კიდევ ერთხელ ხახგასმით ვიტყვის, რომ ქართულ გულშემატკივარს არავინ არ დაპირისპირებია“, - განაცხადა დავით მუჯირმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ხმაური იყო. სამოქალაქო აქტივისტები საქართველო-ჩრდ. მაკედონიის საფეხბურთო მატჩზე ხელისუფლების წარმომადგენლების დასწრებას აპროტესტებდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)