|
2020-11-13 14:44:35, 628 ნახვა
კომენტარი
მოგვიგდეს ალიკაპის მსგავსად ეს კანონი და თვითონ დაშლიგინობენ - გიგი უგულავა მმართველი გუნდის წევრების მატჩზე დასწრებაზე
მოგვიგდეს ალიკაპის მსგავსად ეს კანონი და თვითონ დაშლიგინობენ, ესწრებიან ფეხბურთს და მანქანით გადაადგილდებიან, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა საქართველო-ჩრდ. მაკედონიის საფეხბურთო მატჩზე მმართველი გუნდის წევრების დასწრებას. მისი თქმით, ქვეყანაში არსებობს კასტა, რომლისთვისაც ყველაფერი შეიძლება და ხალხი, რომლისთვისაც არაფერი შეიძლება. „ „ტეხავს“, რაც ვნახეთ, როდესაც ადამიანებს არ უშვებ პოლიტიკური მიზეზის გამო 22:00 საათის შემდეგ, როდესაც შეკრებილ ადამიანებს და გულშემატკივრებს აჯარიმებ და ამ დროს იქ ვიპ ცხოვრება და ღრეობა აქვს მოწყობილი მთავრობას თავის სვიტასთან ერთად. შეურაცხმყოფელია, ეს ნიშნავს, რომ რაღაც კასტა არსებობს, რომლისთვისაც ყველაფერი შეიძლება და ხალხი არსებობს, რომლისთვისაც არაფერი შეიძლება. მოგვიგდეს ალიკაპის მსგავსად ეს კანონი და თვითონ დაშლიგინობენ, ესწრებიან ფეხბურთს, მანქანით გადაადგილდებიან, როდესაც ჩვენ გვაჯარიმებენ და ა.შ. სამარცხვინოა, ეს უკვე ნიშნავს, რომ რეჟიმი გაფორმდა ამ ქვეყანაში. ორუელის ცხოველთა ფერმა იყო გუშინ რაც ვიხილეთ. სამარცხვინოზე სამარცხვინო და სამწუხაროზე სამწუხარო“, - განაცხადა გიგი უგულავამ. ცნობისთვის, გუშინ, 12 ნოემბერს საქართველოს ნაკრებისა და ჩრდ. მაკედონიას შორის გამართულ მატჩს „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე და თბილისის მერი კახა კალაძე ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)