|
2020-11-12 18:15:55, 1772 ნახვა
ომი უკრაინაში
თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მთავრობა ითვალისწინებს საზოგადოების დაკვეთას და ჯერჯერობით „ლოქდაუნს“ არ აცხადებს
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მთავრობა ითვალისწინებს საზოგადოების დაკვეთას და „ლოქდაუნს“ ჯერჯერობით არ აცხადებს. მისივე თქმით, ევროპის წამყვან ქვეყნებში გაცილებით უფრო მკაცრი შეზღუდული ზომებია გატარებული, ვიდრე საქართველოში, რასაც მოწმობს 70-ზე მეტ ქვეყანაში არჩევნების გადადება. „შედარებაც არ არის, ევროპის ქვეყნების დიდი ნაწილი ახორციელებს მაინც სრულ ან სრულთან მიახლოვებულ ლოქდაუნს და ეს თქვენ კარგად იცით. ლოქდაუნების ხარისხი, სიმკაცრე გაცილებით მეტია ევროპის წამყვან ქვეყნებში, ვიდრე ჩვენთან, ამ შემთხვევაში, ქვეყანამ გაითვალისწინა საზოგადოების დაკვეთა, რომელსაც კატეგორიულად არ უნდა ლოქდაუნი, გაითვალისწინა პოლიტიკური პროცესები, საარჩევნო პერიოდია რაც სხვებს არ ჰქოდათ, ან თუ ჰქონდათ მათ გადადეს არჩევნები, 70-ზე მეტმა ქვეყანამ გადადო არჩევნები და ჩვენ არ გადავდეთ, ეს დასაფასებელია, იმიტომ რომ იცით თქვენ რამხელა მოლოდინი იყო არჩევნებთან დაკავშირებით და რა ნეგატიური განწყობა იქნებოდა არჩევნები რომ გადადებულიყო. ეპიდემიოლოგიურად ჩატარდა მაღალ დონეზე ეს არჩევნები უსაფრთხოების თვალსაზრისით, ჯერჯერობით ჩვენი მთავრობა ასრულებს საზოგადოების დაკვეთას, რომელსაც ლოქდაუნი არ უნდა, არის წერტილოვაი შეზღუდვები, რომლებიც გაიზრდება, მაგრამ ლოქდაუამდე ჯერ ძალიან შორს არის“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)