|
2015-09-24 13:44:49, 718 ნახვა
სამართალი
პრეზიდენტის რეზიდენციასთან მიმდინარე აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
პრეზიდენტის რეზიდენციასთან მიმდინარე აქციაზე დაპირისპირება მოხდა. როგორც ადგილიდან „ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტი იუწყება, ერთმანეთს „თავისუფალი ზონის“ ერთ-ერთი წევრი და ერეკლე მეორის საზოგადოების წარმომადგენელი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. სამართალდამცველებმა თავისუფალი ზონის წევრი დააკავეს და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟით წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ერთი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან, სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები ქვეყნის პრეზიდენტისგან სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადებას და რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური გზით ურთიერთობის დალაგებას ითხოვენ.
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)