|
2020-11-12 14:01:36, 496 ნახვა
კომენტარი
ზურაბ ჯაფარიძე - იტყუება ენმ-ის ლიდერი? რა მოლაპარაკებების ჩაშლაზე საუბრობს?
იტყუება ენმ-ის ლიდერი? რა მოლაპარაკებების ჩაშლაზე ლაპარაკობს?, - ასე ეხმაურება პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის განცხადებას. როგორც ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, ნებისმიერი სხვა პარტიის ლიდერი რომ მისულიყო „რუსთავი2“-ზე და იგივე ეთქვა, ახლა საჯაროდ ჯვარცმული იქნებოდა. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ინტერვიუს ვუყურე „რუსთავი2“-ზე. ჰოდა, არც გაურკვევლობაში დარჩენას ვაპირებ და არც თვალთმაქცობას. ამიტომ საჯაროდ ვკითხულობ: იტყუება ენმ-ის ლიდერი? რა მოლაპარაკებების ჩაშლაზე ლაპარაკობს? ვინ ჩაშალა და როდის? რა მიზეზით? პ.ს. ნებისმიერი სხვა პარტიის ლიდერი რომ მისულიყო „რუსთავი2“-ზე და იგივე ეთქვა, ახლა მთელი ოპოზიციური მედია ამის გარკვევით იქნებოდა დაკავებული, ის ლიდერი კი - საჯაროდ ჯვარცმული“, - წერს ჯაფარიძე. ცნობისთვის, გრიგოლ ვაშაძემ „რუსთავი2“-ის ეთერში, მის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე ისაუბრა. როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა აღნიშნა, „ბოლო ჩახმახი“ მომზადებული დიალოგის ჩაშლა იყო. როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლებასთან დიალოგისთვის მზადების პროცესი დაწყებული იყო, თუმცა მოლაპარაკებები სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური წარმომადგენლების მიერ ჩაიშალა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)