|
2020-11-12 10:50:55, 553 ნახვა
კომენტარი
პრემიერი - წარმატება ჩვენს ფეხბურთელებს, ჩვენ ყველა ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას
„წარმატება მინდა ვუსურვო ჩვენს ფეხბურთელებს და მინდა, დარწმუნება გამოვთქვა იმაში, რომ ჩვენ დღეს ყველანი ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას“,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს იქნება სრულიად საქართველოს გამარჯვება. „მოგეხსენებათ, დღეს ჩვენს სპორტულ ცხოვრებაში გვაქვს ძალზედ მნიშვნელოვანი ღონისძიება, თამაში. სამწუხაროდ, ეპიდემიამ რამდენიმე ჩვენი აქტიური და ლიდერი მოთამაშე გამოთიშა საფეხბურთო მოედნიდან და სამწუხაროდ ჩვენ ვერ ვახერხებთ სტადიონზე ვუგულშემატკივროთ და მხარი დავუჭიროთ ჩვენს ფეხბურთელებს, თუმცა მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველანი ვართ მათთან ერთად და ეს იქნება სრულიად საქართველოს გამარჯვება. წარმატება მინდა ვუსურვო ჩვენს ფეხბურთელებს და მინდა, დარწმუნება გამოვთქვა იმაში, რომ ჩვენ დღეს ყველანი ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას", - განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)