|
2020-11-12 10:44:59, 659 ნახვა
კომენტარი
სამადაშვილი ვაშაძის ინტერვიუზე - ნამდვილად სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა იყო
ნამდვილად სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა იყო, - ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი პარტიის თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის ინტერვიუს ტელეკომპანია „რუსთავი 2“, - თან. როგორც სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს, სასიამოვნოა, როდესაც ვიღაცას კიდევ შეუძლია სახელმწიფოებრივად აზროვნება. „როგორი სასიამოვნოა, როდესაც უსმენ ადამიანს და ხვდები, რომ ვიღაცას კიდევ შეუძლია სახელმწიფოებრივად აზროვნება, ზოგადად აზროვნება და ორი საწინააღმდეგო აზრის ერთდროულად განთავსება საკუთარ გონებაში. საოცარი ინტელეტუალური სიღატაკით გამორჩეული პოლიტიკური დისკურსის ფონზე ჩვენს გარშემო, გრიგოლ ვაშაძის დღევანდელი ინტერვიუ, ნამდვილად სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა იყო“, - წერს სამადაშვილი. ცნობისთვის, გრიგოლ ვაშაძემ „რუსთავი2“-ის ეთერში, მის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე ისაუბრა. როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა აღნიშნა, „ბოლო ჩახმახი“ მომზადებული დიალოგის ჩაშლა იყო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)