|
2020-11-11 20:22:22, 532 ნახვა
კომენტარი
თენგიზ ცერცვაძე - საქართველომ რომ გამოაცხადოს ლოკდაუნი, უფრო იოლად დაძლევს ამ სიტუაციას
„საქართველომ რომ გამოაცხადოს ლოკდაუნი, უფრო იოლად დაძლევს ამ სიტუაციას“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო თუ ლოკდაუნს არ გამოაცხადებს, მოსახლეობამ თვალი უნდა გაუსწოროს სერიოზულ გამოწვევებს. „კი ბატონო, ძალიან კარგი, საქართველომ უარი თქვა ლოკდაუნზე, გაითვალისწინა მოსახლეობის სურვილი და ყველაფერი, მაგრამ ამან გაზარდა გამოწვევების მასშტაბი, რომელიც დგას ქვეყნის წინაშე. ლოკდაუნით ეს შედარებით იოლად გადაწყდებოდა. მაგალითად, ბელგიამ, რომელსაც დღეში 27 000 შემთხვევა ჰქონდა, გამოაცხადა სრული ლოკდაუნი და 4 000-მდე დაიყვანა შემთხვევები. მართალია, 4 000 ცოტა არ არის, მაგრამ მაინც სად 27 000 და სად 4 000. საქართველომაც რომ გამოაცხადოს ლოკდაუნი, უფრო იოლად დაძლევს ამ სიტუაციას, ლოკდაუნის არგამოცხადების პირობებში ყველას ერთად მოგვიწევს, თვალი გავუსწოროთ და გავუმკლავდეთ სერიოზულ გამოწვევებს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)