|
2020-11-11 13:15:27, 463 ნახვა
ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი -სსფ-ის მისია კოვიდ 19-ის ნეგატიური გავლენების შესამცირებლად მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს წარმატებულად აფასებს
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია კოვიდ 19-ის ნეგატიური გავლენების შესამცირებლად მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს წარმატებულად აფასებს და მხარს უჭერს ჩვენს სტრუქტურულ რეფორმებს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი სსფ-ის მიერ გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის მეშვიდე მიმოხილვის დასრულებასთან დაკავშირებული ანგარიშის შეფასებისას აღნიშნა. მისი თქმით, ფონდის მისია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობამ გადადგა დროული და სწორი ნაბიჯები კოვიდ-19-ის ნეგატიური გავლენების მაქსიმალურად შესამცირებლად. „საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მთავრობის მაკროეკონომიკურ პოლიტიკას, რომელმაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მიღებულ მხარდაჭერასთან ერთად, საშუალება მოგვცა შეგვენარჩუნებინა ფისკალური სექტორის მდგრადობა. ფონდის მისია აღნიშნავს, რომ ბიუჯეტის თანაბარზომიერმა შესრულებამ, ხელი შეუწყო სახელმწიფო ინვესტიციების და დღგ-ს დაბრუნების დაჩქარებას. განსაკუთრებით მნიშვნელივანია, რომ სსფ მიესალმება და მხარს უჭერს ჩვენს სტრუქტურულ რეფორმებს, რომლებიც მიუხედავად გამოწვევებისა, აუცილებლად უნდა გაგრძელდეს“, - აღნიშნავს ივანე მაჭავარიანი. ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, ფინანსთა მინისტრი განმარტავს, რომ 2021 წელს ქვეყნის ეკონომიკა დაიწყებს ზრდას და საშუალოვადიან პერიოდში, საქართველოს ექნება ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. „მომავალი წლიდან ჩვენ გავაგრძელებთ მნიშვნელოვან ფისკალურ სტიმულირებას, ასევე, გაგრძელდება ღონისძიებები როგორც სოციალური, ისე ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით. ჩვენ გვაქვს ყველა შესაძლებლობა, საქართველოში შენარჩუნდეს სტაბილური ეკონომიკური გარემო და ეკონომიკის აღდენა დაიწყოს, რაც შეიძლება სწრაფად“, - განაცხადა მან. ცნობისთვის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შემფასებელმა მისიამ ვირტუალურ ფორმატში მერსედეს ვერა მარტინის ხელმძღვანელობით იმუშავა მიმდინარე წლის 5 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით. გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის მეშვიდე მიმოხილვის სსფ-ის აღმასრულებელ საბჭოზე დამტკიცების შემდეგ, საქართველო დამატებით მიიღებს, დაახლოებით, 112.1 მლნ აშშ დოლარს ფინანსური მხარდაჭერის სახით.
ინვესტიციები თუ ანაბარი - როგორ დავაბანდოთ დანაზოგი ჭკვიანურად?
ქართულ ბანკებში 70.03 მლრდ ლარის დეპოზიტებია განთავსებული
ისრაელის არმია ადასტურებს მოჰამედ ოდეჰის მკვლელობას: ის იყო ერთ-ერთი ბოლო ჰამასის მეთაური, რომელმაც მონაწილეობა მიიღო 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტაში
MyCellfie-მ საუკეთესო მობილური აპლიკაციის ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)