|
2020-11-11 12:48:17, 459 ნახვა
ეკონომიკა
„ზოოსითი“ - შინაურ ცხოველებზე ზრუნვის სტანდარტი
„ზოოსითი“ ზოომაღაზიათა ყველაზე დიდი ქსელია საქრთველოში, რომლის კვალიფიციური ექიმები და კონსულტანტები დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდიან თქვენი ძაღლების, კატების, თუთიყუშების, თევზების თუ ზაზუნების კვების რაციონის, ჯანმრთელობის, ჰიგიენისა თუ მათთვის კომფორტული სივრცის მოწყობის შესახებ. ერთგული ფინანსური პარტნიორის - თიბისის მხარდაჭერით, ქსელი მაღაზიებთან ერთად, ვეტკლინიკასაც აერთიანებს. „2003 წელს გავხსენით პირველი მაღზია, რომელიც მხოლოდ აკვარიუმისტიკით შემოიფარგლებოდა. 2005 წლიდან დავამატეთ სხვა შინაური ცხოველების საკვები და აქსესუარები. 2018 წლამდე ჩვენს ქსელს „ბუნება“ ერქვა. რებრენდინგის შემდეგ კი „ზოოსითი“ გავხდით. დღეს „ზოოსითი“ სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელსაც აქვს, ვეტერინალური კლინიკა, კინოლოგთა კლუბი და 34 ზოომაღაზია, აქედან 3 - ბათუმში, 1 - რუსთავში, დანარჩენი - თბილისში. Royal Canin ჩვენი წამყვანი ბრენდია, რომელის ექსკლუზიური შემომტანები ვართ საქართველოში 2005 წლიდან. გარდა Royal Canin-ისა ,,ზოოსითი“ გთავაზობთ საუკეთესო ხარისხის საკვებს, აქსესუარებს, სამკურნალო პრეპარატებს, მოვლისა და ჰიგიენის საშუალებებს, ისეთი მსოფლიო ბრენდების, როგორებიცაა : Taste of The Wild, Gheda, Trixie, Bayer… ჩვენ ვყიდით მხოლოდ ჩვენ მიერ ექსკლუზიურად შემოტანილ პროდუქციას, რაც საშუალებას გვაძლევს თავიდან ავიცილოთ თითოეული ბრენდის ფალსიფიცირების საშიშროება. პროდუქცია გათვლილია ყველანაირ სეგმენტზე: გვაქვს როგორც ეკონომ კლასის ნაწარმი, ასევე სუპერ პრემიუმ ხაზიც. ჩვენი მთავარი ნიშა კი ხარისხია. კომპანიის ხარისხში იგულისხმება არა მხოლოდ მზა პროდუქტი, არამედ თავად მაღზიის მოწყობა და პროფესიონალი გუნდიც.“ - „ზოოსითის“ კომერციული დირექტორი, ანა მედულაშვილი. მთავარი კრიტერიუმი, რითაც „ზოოსითი“ თანამშრომლებს არჩევს, რა თქმა უნდა, ცხოველების სიყვარულია. გუნდში მოხვედრისთანავე, კონსულტანტები კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს და პრაქტიკას გადიან, რასაც ექსპერტები და „ზოოსითის“ უკვე გამოცდილი თანამშრომლები ხელმძღვანელობენ. თიბისის ხელშეწყობით, „ზოოსითის“ აქამდე არსებული 5 მცირე კლინიკა, 2020 წლიდან ერთ დიდ სივრცეში გაერთიანდა და უახლესი ტექნოლიგიით აღიჭურვა. ულტრაბგერითი კვლევა, ციფრული რენტგენოგრაფია, სისხლის ლაბორატორიული კვლევა, დიაგნოსტიკა, თერაპია, ქირურგია, სტომატოლოგია, ვაქცინაცია, დიეტოლოგია, ჩიპირება, ზოოფსიქოლოგიის კონსულტაცია, გრუმინგი, კინოლოგიური კლუბი ის მიმართულებები და მომსახურებაა, რომელსაც „ზოოსითის“ ვეტერინარული კლინიკა და მისი პროფესიონალი გუნდი შინაურ ცხოველებს სთავაზობს. თიბისის ხელშეწყობით, ბოლო ერთი წლის მანძილზე „ზოოსითიმ“ 7 მაღაზიის გახსნა უკვე მოასწრო. ახალ წლამდე არსებულ ფილიალებს კიდევ 2 მაღაზიაც დაემატება. როგორც კომერციული დირექტორი ამბობს, „ზოოსითი“ უკვე ზრუნავს იმისთვის, რომ მომავალში მომხმარებელს კიდევ უფრო განვითარებული და დახვეწილი ვეტკლინიკა შესთავაზოს, დიდი სამკურნალო სივრცითა და ევროსტანდარტებთან მიახლოებული სერვისით, რათა კიდევ უფრო მეტ ადამიანს გაუჩნდეს შინაური ცხოველის აყვანისა და მოვლის სურვილი.
ქართულ ბანკებში 70.03 მლრდ ლარის დეპოზიტებია განთავსებული
ისრაელის არმია ადასტურებს მოჰამედ ოდეჰის მკვლელობას: ის იყო ერთ-ერთი ბოლო ჰამასის მეთაური, რომელმაც მონაწილეობა მიიღო 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტაში
MyCellfie-მ საუკეთესო მობილური აპლიკაციის ჯილდო მიიღო
„როგორ და რატომ უნდა დავიწყოთ აგრობიზნესი“ - თიბისი ბიზნესის ხუთშაბათის შეხვედრები გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)