|
2020-11-11 12:41:26, 506 ნახვა
კომენტარი
გიორგი ვაშაძე - იმედი მაქვს, პომპეოსთან კომუნიკაციის საშუალება გვექნება და გაყალბებულ არჩევნებზე ვისაუბრებთ
საქართველოში არსებული მძიმე პოლიტიკური კრიზისისას მაიკ პომპეოს როლი მნიშვნელოვანი იქნება ქართული დემოკრატიის განმტკიცებაში, - ასე ეხმაურება „სტარტეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტს. ვაშაძე იმედს გამოთქვამს, რომ ოპოზიციას მაიკ პომპეოსთან კომუნიკაციის საშუალება ექნება და გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრებენ. „უმნიშვნელოვანესია მაიკ პომპეოს ვიზიტი. საქართველოში მძიმე პოლიტიკური კრიზისია და ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი იქნება მისი გზავნილი და ამერიკის შეერთებული შტატების როლი ქართული დემოკრატიის განმტკიცებაში. ამიტომ, დაველოდოთ ამ ვიზიტს. იმედი მაქვს, ოპოზიციასაც გვექნება კომუნიკაციის შესაძლებლობა მასთან, სადაც ვისაუბრებთ იმ უმნიშვნელოვანეს და უმძიმეს პრობლემებზე, რაც მოხდა საქართველოში არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. შეგახსენებთ, რომ 17 ნოემბერს საქართველოს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ეწვევა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)