|
2020-11-11 12:18:18, 690 ნახვა
კომენტარი
გიორგი კანდელაკი - დავით ზალკალიანი ქართული დიპლომატიის სირცხვილია
ზალკალიანი და მთელი მისი მოღვაწეობა მინისტრის პოსტზე ქართული დიპლომატიის სირცხვილია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა განაცხადა. კანდელაკი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი ქვეყნის დემოკრატიულ მომავალში დადებით წვლილს შეიტანს. „ზალკალიანი, მისი პერსონა და მთელი მოღვაწეობა მინისტრის პოსტზე არის ქართული დიპლომატიის სირცხვილი. შეუძლებელია, რომ აშშ-ის უმაღლესი თანამდებობის პირის ვიზიტმა დადებითი წვლილი არ შეიტანოს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ მომავალში. ეს იმიტომ, რომ შეერთებული შტატების ინტერესია აქ იყოს თავისუფლება, საქართველო იყოს მყარი დემოკრატიული ქვეყანა. რაც მოხდა 31 ოქტომბერს დემოკრატიისგან ძალიან შორს არის“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა. შეგახსენებთ, რომ 17 ნოემბერს საქართველოს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ეწვევა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)