|
2020-11-11 11:14:56, 443 ნახვა
ეკონომიკა
გალტ ენდ თაგარტი მომხმარებელს ინოვაციურ ონლაინ საინვესტიციო სივრცეს სთავაზობს
გალტ & თაგარტი მომხმარებლისთვის საჭიროებებზე მორგებული ინოვაციური ონლაინ სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზებას განაგრძობს. ამჯერად საინვესტიციო ბანკმა, პირველად საქართველოში, ონლაინ საინვესტიციო სივრცე-„Client Portal“-ი წარადგინა. პორტალი მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მეტი კომფორტისა და დამოუკიდებლობის მინიჭებას ისახავს მიზნად. სრულიად ახალი ონლაინ სივრცე მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს ისარგებლოს გალტ ენდ თაგარტის ყველა სერვისით. ამ ინოვაციურ სივრცეში მომხმარებელი შეძლებს ფასიან ქაღალდებში ინვესტირების განხორციელებას. ასევე, ექნება შესაძლებლობა თვალი ადევნოს მის საინვესტიციო ანგარიშს. „Client Portal”-ის მეშვეობით მომხმარებელი შეძლებს მიიღოს დეტალური ინფორმაცია მისი საინვესტიციო პორტფელის მომგებიანობის შესახებ. პროდუქტის წარდგენის მთავარი მიზანი მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მოქნილი ონლაინ სივრცის შეთავაზებაა, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს მისთვის სასურველ ინფორმაციაზე წვდომა დროის ნებისმიერ მონაკვეთში, მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან ექნება. ახალი ონლაინ სივრცის მეშვეობით მომხმარებელს მის აქტივებზე მეტი კონტროლის და მართვის შესაძლებლობა ეძლევა. ასევე, უმარტივდება კომუნიკაცია ბროკერთან. „მოხარულები ვართ, რომ გალტ & თაგარტი, როგორც საინვესტიციო ბანკი, რომელიც ორიენტირებულია ტექნოლოგიურ ინოვაციებზე, მომხმარებელს სრულიად ახალ, უპრეცედენტო სერვისს სთავაზობს. „Client Portal“-ში გაერთიანებულია მრავალი მოქნილი ფუნქცია, რომელიც ჩვენს მომხმარებელს კიდევ უფრო სწრაფი და კომფორტული მომსახურებით უზრუნველყოფს. მისი საშუალებით ძალიან მარტივია მომხმარებელმა მართოს საკუთარი აქტივები, როგორც დამოუკიდებლად, ასევე მისი პირადი ბროკერის ჩართულობით. ჩვენ ვცდილობთ, მომხმარებელს კიდევ უფრო მეტი ახალი და ინოვაციური შესაძლებლობები შევუქმნათ“,-განაცხადა ოთარ შარიქაძემ, გალტ & თაგარტის მმართველმა დირექტორმა.
ინვესტიციები თუ ანაბარი - როგორ დავაბანდოთ დანაზოგი ჭკვიანურად?
ქართულ ბანკებში 70.03 მლრდ ლარის დეპოზიტებია განთავსებული
ისრაელის არმია ადასტურებს მოჰამედ ოდეჰის მკვლელობას: ის იყო ერთ-ერთი ბოლო ჰამასის მეთაური, რომელმაც მონაწილეობა მიიღო 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტაში
MyCellfie-მ საუკეთესო მობილური აპლიკაციის ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)