|
2020-11-08 21:05:44, 634 ნახვა
კომენტარი
ნიკანორ მელიამ თქვა ტყუილი - ირაკლი კობახიძე მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შემდგარ კომუნიკაციას უარყოფს
ნიკანორ მელიამ თქვა წმინდა წყლის ტყუილი - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ ლიდერი ირაკლი კობახიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებას, რომლის თანახმად მმართველ გუნდი ოპოზიციას მოლაპარაკების თაობაზე გამოეხმაურა. მისი თქმით, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის შეხვედრის ორგანიზება საერთაშორისი პარტნიორებს სურდათ. „ნიკანორ მელიამ თქვა ტყუილი, რაც მას ზოგადად ახასიათებს და რაც არ არის ზოგადად კაცისთვის შესაქები საქციელი. მან თქვა, რომ თითქოს ჩვენ დავუკავშირდით ოპოზიციის წარმომადგენლებს, რაც არის წმინდა წყლის სიცრუე. მე და არჩილ თალაკვაძეს დაგვიკავშირდა ქალბატონი თინა ბოკუჩავა, ჩვენ მას ვუპასუხეთ, რადგან ის არის პარლამენტის წევრი. კომუნიკაციის შინაარსი იყო შემდეგი - მან გვთხოვა დღეს შეხვედრა არჩევნების თემასთან დაკავშირებით და განგვიმარტა შეხვედრის ფორმატიც. ჩვენ განვუმარტეთ, რომ ჩვენი ინფორმაციით, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს სურდათ შეხვედრის ორგანიზება მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის. ჩვენ ყოველთვის ანგარიშს ვუწევთ საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებას და ჩვენ ვთქვით, რომ დაველოდებოდით მათ პოზიციას. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი ინიციატივა დღეს არანაირი შეხვედრის გამართვა არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, გაჟღერებული ინფორმაცია იყო ტყუილი“, - განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)