20:39 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-23 18:28:42, 378 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: საგანელიძე პროფესიით ექიმია, ასევე აქვს ეკონომისტის განათლება

საქართველოს პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, „საპარტნიორო ფონდის“ ახალი ხელმძღვანელი დავით საგანელიძე გამოცდილი პოლიტიკოსია. 

როგორც პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ საგანელიძე პროფესიით ექიმია, მას აქვს ეკონომსტის განათლება და მენეჯმენტის დიდი გამოცდილება. 

„დავით საგანელიძე გახლავთ გამოცდილი პოლიტიკოსი.  იგი არის პარლამენტის 4 მოწვევის დეპუტატი.  ჩვენი გუნდის ერთ–ერთი ლიდერი პარლამენტში. სამწუხაროდ, პარლამენტს დაემშვიდობა და ახლა გააგრძელებს მუშაობას ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობაზე. მე მინდა, მოსახლეობას ვუთრა, რომ დავით საგანელიძე გარდა იმისა, რომ პროფესიით ექიმია, მას აქვს ეკონომისტის და იურისტის განათლება. რაც მთავარია, მას აქვს მენეჯმენტის ძალიან დიდი გამოცდილება. თავის დროზე ის იყო საქართველოში პირველი სამედიცინო კომპანიის დამფუძნებელი. ასევე, ერთ–ერთი მსხვილი ქართულ–ბრიტანული კორპორაციის პრეზიდენტი. ის წლების განმავლობაში იყო  2 უმსხვილესი ბანკის „საქართველოს ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და „თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოს წევრი. მე დარწმუნებული ვარ, დავით საგანელიძე თავის ცოდნას და გამოცდილებას მოახმარს „საპარტნიორო ფონდს“ . ჩვენ გვაქვს სერიოზული გეგმები, ხედვები ამ ფონდის საქმიანობის განვითარებასთან დაკავშირებით და მისი ხელმძღვანელობით მრავალი ახალი და საინტერესო პროექტი განხორციელდება. ასე, რომ მინდა  მას წარმატება ვუსურვო“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics