|
2020-11-06 18:11:14, 1495 ნახვა
ომი უკრაინაში
ბინაზე მყოფ პაციენტთა ნაწილსა და კოვიდსასტუმროში მყოფ ყველა პირს სამი სავალდებულო გამოკვლევა ჩაუტარდება
თბილისის ინფექციური კლინიკის დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ბინაზე დატივებულ პაციენტთა ნაწილსა და სასტუმროში მოთავსებულ ყველა პირს სამ სავალდებულო კვლევას ჩაუტარდებენ. ცერცვაძის თქმით, მსგავსი ვალდებულება არც ერთ ქვეყანას არ აქვს. „მინიმალიზეუბლი რომ იყოს ის რისკები, რასაც ბინაზე დატოვებულთა ერთეულ გარდაცვალებას იწვევს, მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილება. ბინაზე დატოვებულ პაციენტთა ნაწილს და სასტუმროში მოთავსებულ ყველა პირს ჩაუტარდება სამი სავალდებულო გამოკვლევა - სისხლის საერთო ანალიზი, D დიმერი და სატურაციის განსაზღვრა. ეს დღეიდან იქნება სავალდებულო. ასეთი ვალდებულება არავის არ აქვს. გაძლიერდება სასტუმროების როლი, სასტუმროები თუ აქამდე ბინის ექვივალენტის როლს ასრულებდნენ, ახლა სასტუმროში გაძლიერდება სამედიცინო პერსონალი როგორც რაოდენობრივად, ისე თვისობრივად და გახდება საშუალო ბინასა და საავადმყოფოს შორის“, - განაცხადა ცერცვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)